აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტის 139 გრანტი გააუქმა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
როგორც რუბიო სოციალურ ქსელში წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტის 214 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტები გააუქმა, რადგან ადმინისტრაცია დეპარტამენტის ხარჯების შემცირებაზეა ფოკუსირებული.
„ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა არ უნდა დააფინანსონ ისეთი არასწორი პროგრამები, როგორებიცაა ლიბანში „მიგრანტების მოძრაობის შექმნა, რომელიც შიდა მუშაკების მიერ იქნება მართული“ ან „დავიჭიროთ ტროლები“ გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ ვასუფთავებთ წინა ადმინისტრაციის მიერ დატოვებულ არეულობას და ვაშენებთ სააგენტოს, რომელიც ფოკუსირებულია ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებაზე“, – წერს რუბიო.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის თითქმის განახევრებას და საზღვარგარეთ არსებული დაახლოებით 30 საელჩოსა და საკონსულოს დახურვას.
1tv.ge