აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია დაახლოებით ოთხ კვირას გაგრძელდება.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს დაახლოებით ოთხი კვირა გაგრძელდებოდა. ეს დიდი ქვეყანაა, ამას ოთხი კვირა ან ნაკლები დასჭირდება“, – განაცხადა  დონალდ ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, აპირებს თუ არა თავდასხმების შესახებ კიდევ ერთ საჯარო გამოსვლას, ტრამპმა აღნიშნა, რომ გამოსვლისთვის ემზადება.

„ვემზადები ამისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა კითხვის საპასუხოდ.

1tv.ge