აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კმაყოფილია ბერლინში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგით, — განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Sky News-ს.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, მოლაპარაკებები იყო "მართლაც პოზიტიური" და მიღწეულ იქნა შეთანხმება რიგ საკითხებზე. 

ოფიციალურმა პირმა ასევე დასძინა, რომ ჯერ კიდევ რჩება განსახილველი საკითხები, მაგრამ დონალდ ტრამპი კმაყოფილია მიღწეული პროგრესით. 

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ევროპელმა წარმომადგენლებმა "შესანიშნავად იმუშავეს და იმედი გამოთქვეს, რომ მხარეები მშვიდობისკენ მივლენ." 

მისი თქმით, მიღწეული იქნა პროგრესი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში, რომელიც ნატოს მე-5 მუხლის მსგავსია, მაგრამ ნათქვამია, რომ ეს გარანტიები სამუდამოდ არ დარჩება მაგიდაზე.