გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას NATO-ს იმ წევრი სახელმწიფოების დასასჯელად, რომლებიც, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აზრით, ირანის ომის დროს აშშ-სა და ისრაელს არ დაეხმარნენ მათი მხარდამჭერები არ იყვნენ.

ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა WSJ-ს განუცხადეს, რომ გეგმის ფარგლებში თეთრი სახლი ამერიკელი სამხედროების გამოყვანას აპირებს NATO-ს იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ომში უსარგებლონი იყვნენ, რის შემდეგაც აშშ სამხედროებს იმ ქვეყნებში განალაგებს, რომლებიც უფრო მეტად უჭერდნენ მხარს აშშ-ს სამხედრო კამპანიას თეირანის წინააღმდეგ.

WSJ-ს ცნობით, აღნიშნულმა გეგმამ ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციის რიგებში მხარდაჭერა მოიპოვა და ის ერთ-ერთია იმ ვარიანტებს შორის, რასაც თეთრი სახლი NATO-ს დასასჯელად განიხილავს.