Travel Off Path-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული პლაჟების შვიდეული გამოაქვეყნა, სადაც 7 ყველაზე ძვირადღირებული პლაჟიდან 4 - ნანტაკეტი, მონტოკი, კენებანკპორტი და პროვინსტაუნი აშშ-შია. აქ სასტუმროების ფასი დღე-ღამეში 400-დან 700 დოლარამდე მერყეობს. შვიდეულშია იტალიის და საფრანგეთის ცნობილი პლაჟებიც:
- ნანტაკეტი (აშშ)
ქალაქი მდებარეობს ამერიკის კუნძულ ნანტაკეტზე მდებარეობს. იგი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ პლაჟადაა აღიარებული. სასტუმროს საშუალო ფასი აგვისტოში აქ $694-ია ღამეში. ეს არის პოპულარული დასასვენებელი ადგილი, რომელიც გამოირჩევა თვალწარმტაცი პლაჟებით, ისტორიული შუქურებით და დიდი ბუტიკებით.
- პოზიტანო (იტალია)
პოზიტანო ძვირადღირებული და მდიდრული ადგილია სამხრეთ იტალიის ელიტარულ ამალფის სანაპიროზე. აგვისტოს ორადგილიანი ნომრის საშუალო ღირებულება აქ 481 დოლარია. პოზიტანო ითვლება ყველაზე პოპულარულ ქალაქად ამალფის რეგიონში, სადაც დამსვენებლებს შეუძლიათ დატკბნენ ცოცხალი ღამის ცხოვრებით, წარმოუდგენელი ხედებით და დაუვიწყარი პლაჟებით.
- მონტოკი (აშშ)
მონტოკი არის დასახლება აშშ-ში, ლონგ აილენდის ნახევარკუნძულზე. აქაურ ყველაზე იაფ სასტუმროში ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 478 დოლარია ღამეში. მონტოკის პლაჟები ლონგ აილენდზე ყველაზე ლამაზადაა აღიარებული. აქ 6 ეროვნული პარკია. მეთევზეებს განსაკუთრებით მოეწონებათ ეს რეგიონი.
- სენ-ტროპე (საფრანგეთი)
სენ-ტროპე ცნობილი ფრანგული საკურორტო ქალაქია კოტ დ'აზურზე, რომელიც ელიტასთან და ფუფუნებასთან ასოცირდება. ყოველ ზაფხულს აქ ბევრი იახტა ჩამოდის. თუ არ გაქვთ საკუთარი ძვირადღირებული იახტა დასაძინებლად, ორკაციან სასტუმროში ღამის ფასი საშუალოდ 440 დოლარია.
- კენებანკპორტი (აშშ)
კენებანკპორტიც შეერთებულ შტატებში მდებარეობა. სასტუმროში ან ვილაში ორადგილიანი ნომრის საშუალო ღირებულებაა 406 $-ია ღამეში.
- პროვინსტაუნი (აშშ)
პროვინსტაუნი შესანიშნავი სანაპირო კურორტია მდიდარი ისტორიით და განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფეროთი. აგვისტოში ცხოვრების საშუალო ღირებულება ღამეში 404 დოლარია.
- კაპრი (იტალია)
აგვისტოში კაპრიში ოთახი დაახლოებით 399 დოლარი ეღირება. ეს კურორტი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად ითვლება.