The Ordinary თამამ განაცხადს აკეთებს ინდუსტრიაში, რომელიც სავსეა 10-საფეხურიანი ტურინებითა და სილამაზის ვირუსული ტრენდებით. თავად ეს ბრენდი კი ამ ყველაფერს შეცდომაში შემყვან მარკეტინგად აღწერს, ამიტომაც ახალი კამპანიით უპირისპირდება მას. The Periodic Fable-ში ბრენდი სამეცნიერო ელემენტებს სილამაზის ინდუსტრიაში გავრცელებული 49 ტერმინით ანაცვლებს, მომხმარებლებს აჩვენებს, რას გვპირდება და რას გვთავაზობს სინამდვილეში ეს პროდუქტები.

ამ გზავნილის გადმოსაცემად კი სიურრეალისტური ფილმი შემოგვთავაზეს, რომელშიც ჰიპნოზის ქვეშ მყოფ სტუდენტებს ვხედავთ. ოღონდ ამჯერად მათი საშინაო დავალება კანის მოვლის ვირუსული რუტინების ჩატარებაა, სახეზე ყინულის წასმით დასწყებული, ქორეოგრაფიულად გაფორმებული მასაჟებით დამთავრებული. თუმცა, საბედნიეროდ, ფილმი გამოღვიძების მომენტით მთავრდება, რა დროსაც The Ordinary-ის მთავარი Periodic Fable-ის ცხრილიც ვლინდება:

ძალიან ამაყები ვართ The Ordinary-ისთან მუშაობით, ბრენდთან, რომელიც საზღვრების რღვევას აგრძელებს, რათა საკუთარ მიზანს ემსახუროს. Periodic Fable სიმართლის შრატია, რომელსაც სილამაზის ინდუსტრია ათწლეულების მანძილზე თავს არიდებდა. ეს ცხრილი ძლიერი სასწავლო ინსტრუმენტია პოტენციალით, გადაწეროს ინდუსტრიაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები, თანაც მეცნიერების გამოყენებით.

marketer.ge