წელიწადში მილიონი ელექტრომობილის საწარმოებლად Tesla გეგმავს, რომ თავისი ქარხნის ფართობი ბერლინთან ახლოს 2-ჯერ გაზარდოს. The Wall Street Journal-ის თანახმად, ეს ქარხანას გერმანიის უმსხვილეს ავტომობილების მწარმოებლად გახდის.
კომპანიამ ცოტა ხნის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას ბრანდენბურგის ქარხნის გაფართოების მოთხოვნაზე მეტი მანქანებისა და ბატარეების წარმოებისთვის საბუთები წარუდგინა. ზოგიერთ ცვლილებაზე ავტომწარმოებელს წინასწარი თანხმობა უკვე აქვს მიღებული, თუმცა პროექტი, სავარაუდოდ, დამტკიცებას მხოლოდ გარემოსდაცვითი შეფასების შემდეგ მიიღებს. ინსპექტირებაში ჩართული იქნებიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც. პროექტის საჯარო განხილვა ოქტომბერშია მოსალოდნელი.
ბრანდენბურგის ქარხნის მშენებლობის დროს Tesla-ს თავდაპირველად ადგილობრივი გარემოსდაცვითი ჯგუფების მხრიდან შეექმნა წინააღმდეგობა. ეს უკანასკნელნი შეშფოთებულნი იყვნენ, რომ ქარხნის მშენებლობა ნეგატიური შედეგები გამოიწვევდა ადგილობრივ ტყეებზე, ველურ ბუნებასა და წყლის რესურსებზე. თუმცა, Tesla-მ წინასწარ აღნიშნა, რომ ობიექტის გაფართოებას არ დასჭირდება ადგილობრივი წყაროებიდან მტკნარი წყლის დამატებითი მოცულობები..
კომპანიის განცხადებით, საწარმოს გაფართოება სამუშაო ადგილების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ახლა გერმანიაში Tesla-ს ქარხანაში 10 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ქარხნის გაფართოებით სამუშაო ადგილების რაოდენობა 2 ,500-მდე გაიზრდება.