ისრაელში უკვე მეხუთე თვეა, პრემიერ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია თელ-ავივში ლოზუნგით „დემოკრატია კომპრომისების გარეშე“ გაიმართა.

აქციაში ათასობით ისრაელელი მონაწილეობდა.