გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა თებერვალში 11 000-ით გაიზარდა და 2,713 მილიონს მიაღწია. მონაცემებს გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო აქვეყნებს. 

მიმდინარე თვეში ქვეყანაში უმუშევრობამ 5,9% შეადგინა.

Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები საშუალოდ უმუშევართა რაოდენობის ზრდას 7 000-ით, ხოლო უმუშევრობის დონეს 5,8%-ით პროგნოზირებდნენ. 

იანვარში გერმანიაში უმუშევრობამ ასევე შეადგინა 5,9%, და არა 5,8%, როგორც ადრე იყო ნავარაუდევი. ეს არის ყველაზე მაღალი დონე 2021 წლის მაისის შემდეგ.

გასულ თვეში უმუშევართა რაოდენობა 1 000-ით გაიზარდა, მანამდე კი, დეკემბერში 2 000-ით შემცირდა.

თებერვალში გერმანიაში ღია ვაკანსიების რაოდენობამ 706 000 შეადგინა, რაც 72 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.