ევროზონაში უმუშევრობა 2023 წლის ნოემბერში 6,4%-მდე შემცირდა. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6,5%-ს შეადგენდა, განაცხადა ევროკავშირის სტატისტიკის ოფისმა.

Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები ოქტომბრის მაჩვენებლის ცვლილებას არ ელოდნენ.

2023 წლის ივნისში უმუშევრობა 6,4%-მდე დაეცა, შემდეგ კი ოთხი თვის განმავლობაში 6,5%-ზე დარჩა.

შედარებისთვის, 2022 წლის ნოემბერში უმუშევრობა 6.7% იყო.

ევროზონაში უმუშევართა რაოდენობამ წინა თვეში 10,97 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც ოქტომბერთან შედარებით 99 ათასით, ხოლო 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 282 ათასით შემცირდა.

ახალგაზრდების უმუშევრობა (25 წლამდე მოსახლეობა) ნოემბერში 14,5%-მდე შემცირდა ერთი თვის წინანდელი 14,8%-იდან.

უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ევროზონის უმსხვილეს ქვეყნებს შორის დაფიქსირდა გერმანიაში (3,1%), ყველაზე მაღალი ესპანეთში (11,9%). საფრანგეთსა და იტალიაში უმუშევრობამ შესაბამისად 7.3% და 7.5% შეადგინა.

ევროკავშირში ნოემბერში უმუშევრობამ 5,9% შეადგინა, რაც წინა თვეში 6%-ს და ერთი წლის წინ 6,1%-ს შეადგენდა.