Bounce.com-მა 2025 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ევროპული ქალაქები გამოავლინა. გუნდმა ევროპის 70 ქალაქში სასტუმროების, კვების, სასმელებისა და ტრანსპორტის საშუალო ფასები, ასევე უფასო ღირსშესანიშნაობების რაოდენობა გააანალიზა და კატეგორიების მიხედვით ქულების მინიჭებისა და დათვლის შემდეგ რეიტინგი შემოგვთავაზა.

2025 წელს მოგზაურებისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად თბილისი დასახელდა, რომელმაც 10-დან 8.37 ქულა მიიღო. როგორც Bounce.com-ის კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს დედაქალაქში შაბათ-კვირას სასტუმროში გაჩერება საშუალოდ დაახლოებით 162 ევრო ღირს. აქვე ნათქვამია, რომ ქალაქში 110-ზე მეტი უფასო ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის ნარიყალას ციხე, სამების საკათედრო ტაძარი და მშვიდობის ხიდი.

„თბილისის მრავალ უფასო ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელად შეგიძლიათ ტაქსით ისარგებლოთ, რომლის ღირებულებაც საშუალოდ 1.95 ევროა, სტანდარტული ტარიფით 1-კილომეტრიანი მგზავრობისთვის, პლუს საწყისი ღირებულება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლის ბილეთის საშუალო ღირებულება მხოლოდ 0.32 ევროა.

თბილისში კვებაც ძალიან ხელმისაწვდომია, საშუალო დონის რესტორანში ორი ადამიანისთვის სამკერძიანი სადილი 39 ევროზე ნაკლები ჯდება“, – წერია Bounce.com-ის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივი ლუდის ერთი კათხა საშუალოდ 1.95 ევრო ღირს, ხოლო ერთი ბოთლი ღვინის ფასი დაახლოებით 6.50 ევროა.

ვრცლად forbes-ზე