ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობაზე ილაპარაკა.

"სურვილის შემთხვევაში, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია". – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დასამყარებლად, ოღონდ, არა საკუთარი ინტერესების საზარალოდ.

რუსეთის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დასავლეთს დააბრალა "სიტუაციის ესკალაცია":

"დასავლეთი ახდენს სიტუაციის ესკალაციას და რუსეთი ყოველთვის უპასუხებს ნებისმიერ გამოწვევას".

ინტერვიუში პუტინმა ასევე თქვა, რომ წარსულში, როდესაც რუსეთი დასუსტებული იყო, მსოფლიო "ცივილურ სამყაროში მიღების ნაცვლად, მის მოკვლას ეცადა".

წყარო: ტაბულა