სპილენძის ფასები ორშაბათს მკვეთრ ზრდას განაგრძობენ: აახლებენ რეკორდებს და ტონაზე 13 000 დოლარს უახლოვდებიან. ლონდონის ლითონის ბირჟაზე (LME) სამთვიანი სპილენძის ფიუჩერსული ფასები ვაჭრობის დროს 6.6%-ით გაიზარდა და ტონაზე 12,960 აშშ დოლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან ლითონის ფასი მესამედზე მეტით გაიზარდა. ეს ყველაზე ძლიერი ზრდაა 2009 წლის შემდეგ, როდესაც სპილენძის ფასი გაორმაგდა გლობალური ფინანსური კრიზისიდან მსოფლიო ეკონომიკის გამოსვლის ფონზე.