გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

დღეს, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად მაგდებურგს, სადაც გუშინ საღამოს საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი შევარდა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერიც ეწვევა.

შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი გუშინ საღამოს შევარდა, რის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი ბავშვია. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 60 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 მძიმედ.

Spiegel-ი წერს, რომ პოლიციამ ავტომობილის მძღოლი, 50 წლის ტალებ ა. დააკავა, ექიმი, მეზობელი ქალაქ ბერნბურგიდან. იგი საუდის არაბეთში დაიბადა და გერმანიაში პირველად 2006 წელს ჩავიდა. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი ისლამისტი არ არის და სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას გამოხატავდა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: ინტერპრესნიუსი