მსოფლიოს უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია Southwest Airlines-ი 2025 წლის 24 ოქტომბრიდან ყველა რეისზე მგზავრებს უფასო ინტერნეტს შესთავაზებს. ამჟამად ეს სერვისი ფასიანია და ერთი ფრენის ღირებულება $8-ს შეადგენს.
Wi-Fi-ზე წვდომა კომპანიის მთელ ფლოტზე, 800 თვითმფრინავზე იქნება ხელმისაწვდომი. ეს Southwest Airlines-ს აშშ-ის უმსხვილეს ავიამზიდს გახდის, რომელიც ამ სერვისს უფასოდ მიაწვდის მომხმარებლებს.
ტაფიკის შეზღუდვები არ არის გათვალისწინებული. მგზავრებს ფრენის დროს არა მხოლოდ შეტყობინებებისა და ფოტოების გაგზავნა შეეძლებათ, არამედ ვიდეოების ყურება, მუშაობა და სხვადასხვა ვებგვერდის მონახულება.
პროექტის პარტნიორი მობილური ოპერატორი T-Mobile იქნება. უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის, მგზავრები Southwest Airlines-ის ლოიალობის პროგრამის, Rapid Rewards Customers-ის წევრები უნდა იყვნენ. ამ პროგრამაში რეგისტრაცია უფასოა და მისი გავლა შესაძლებელია როგორც გამგზავრებამდე, ასევე უშუალოდ თვითმფრინავში, Wi-Fi ქსელის მეშვეობით.
Southwest Airlines-ი მგზავრების ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ყველა თვითმფრინავში არ არის USB-პორტი მობილური მოწყობილობების დასამუხტად. ამიტომ, ავიაკომპანია კლიენტებს ურჩევს, რომ ფრენამდე სრულად დატენონ სმარტფონი, პლანშეტი ან ნოუთბუქი.