სომხური წარმოშობის რუს მილიარდერ სამველ კარაპეტიანს, სომხეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებებისთვის ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ forbes.ru ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ადვოკატი ამბობს, რომ სამველ კარაპეტიანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 

ადვოკატმა ლიანა გასპარიანმა ასევე განმარტა, რომ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის წარდგენილი, რაც ირონიულია, რადგანაც ეს მუხლი სასჯელის სახით ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.