სომხეთის პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რომელიც სიკვდილით დასჯის სრულ გაუქმებას ითვალისწინებს.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 ოქმი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ ვრცელდება ყველა გარემოებაზე. სიკვდილით დასჯა მთლიანად გაუქმებულია, არავინ უნდა დაისაჯოს სიკვდილით“, - ნათქვამია პარლამენტის გადაწყვეტილებაში.
აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი სომხეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პროგრესად ჩაითვლება და გააძლიერებს სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების შემსრულებელი ქვეყნის, პოზიციებს.
ოქმს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს ყველა ქვეყანამ. აქამდე მისი რატიფიცირება მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში არ იყო განხორციელებული.
ბოლო სიკვდილით დასჯა სომხეთში 1991 წლის 30 აგვისტოს მოხდა.
2001 წლის იანვარში სომხეთმა ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 ოქმს (ოქმი ნებას რთავს სიკვდილით დასჯის გამოყენებას ომის დროს მძიმე დანაშაულებებისთვის), რატიფიცირებული იქნა 29 სექტემბერს, ხოლო ოქმი ძალაში შევიდა 1 ოქტომბერს. 2006 წლის 19 მაისს ხელი მოეწერა მე-13 ოქმს (სიკვდილით სასჯელის ყველა ვითარებაში გაუქმების შესახებ), თუმცა სომხეთს აღნიშნული დოკუმენტი ამ დრომდე არ ჰქონდა რატიფიცირებული.