Disney-მ და Universal-მა ოთხშაბათს უჩივლეს პოპულარულ ხელოვნური ინტელექტის სურათების გენერატორ Midjourney-ს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰოლივუდის მსხვილი კომპანიები იურიდიულ ზომებს მიმართავენ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის შემქმნელის წინააღმდეგ, რომელსაც შეუძლია გართობის ინდუსტრია ძირფესვიანად შეცვალოს.

ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ სარჩელში ნათქვამია, რომ Midjourney-მ უკანონოდ გამოიყენა ორი ჰოლივუდური სტუდიის ბიბლიოთეკები თავისი ცნობილი პერსონაჟების, როგორიცაა დარტ ვეიდერი „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზიდან და მინიონები „საზიზღარი მე“–დან, „უსამართლო ასლების“ შესაქმნელად და გასავრცელებლად.

ვრცლად euronews–ზე