სომხეთის, სერბეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების ბანკებმა გაამკაცრეს კონტროლი რუსულ ანგარიშებზე, მას შემდეგ, რაც რუსეთი ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს, სადაც ფულის გათეთრების მაღალი რისკია. ამის შესახებ იუწყება Deutsche Welle (DW), - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და ომანის ბანკებმა გაამკაცრეს რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ტრანზაქციების ინდივიდუალური შემოწმება, ხოლო სომხეთისა და სერბეთის ფინანსურმა ინსტიტუტებმა ზოგიერთი ტრანზაქციის შეჩერებაც კი დაიწყეს. ეს ზომები შეეხო როგორც რუსეთის ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

„აღნიშნული ქვეყნების ბანკებმა, რუსების მიმართ პოლიტიკა ა.წ. დეკემბერში შეცვალეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკომისიამ, ა.წ. 3 დეკემბერს გადაწყვიტა რუსეთი შეეტანა მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში, რომლებსაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემებში „სტრატეგიული ნაკლოვანებები“ გააჩნათ - წერს DW.

სომხურმა ბანკებმა დაიწყეს საგადასახადო რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებსაც ქვეყანაში ანგარიშები აქვთ გახსნილი“, - წერს გოგიტა სურამელაშვილი.