ესპანური გამოცემა periodistadigital.com-ის ცნობით, სომხეთი დათანხმდა ზანგეზურის დერეფანი კერძო ამერიკულ კომპანიას გადასცეს. საუბარია 42 კილომეტრიან მონაკვეთზე. გამოცემა წერს, რომ მათ შეძლეს კონფიდენციალური დოკუმენტის მოპოვება სახელწოდებით „ურთიერთგაგების მემორანდუმი ტრამპის ხიდის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ“. მათივე ცნობით, შეთანხმების ტექსტი დამტკიცებულია სომხეთში, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებში.
გამოცემის ინფორმაციით, საიდუმლო მემორანდუმს სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი უკვე მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, სატრანსპორტო დერეფანი სამართავად კერძო ამერიკული კომპანია გადაეცემა. კომპანია შემოსავლების 40%-ს მიიღებს. სომხეთი კი მხოლოდ 30%-ს. გზის უსაფრთხოებაზე 1000-მდე ადამიანისგან შემდგარი კერძო ამერიკული სამხედრო კომპანია იქნება პასუხისმგებელი.
42 კილომეტრიანი დერეფანი აზერბაიჯანს ნაჯიჩევანის ანკლავთან აკავშირებს, რომელიც სომხეთისა და ირანის საზღვრებს შორის მდებარე. დერეფნის შექმნა აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო 2020 წელს.
ამგვარად, სომხეთი კონტროლს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს, სინამდვილეში კი ის 99 წლით შეერთებულ შტატებს გადაეცემა.