ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონში ხელმოწერილ სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი "რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ორივე ქვეყნის მიერ სამშვიდობო ტექსტის საბოლოოდ შეთანხმებას მიესალმება".
ასევე, განცხადებაში ნათქვამია რომ მისი საზღვრების მახლობლად განხორციელებული პროექტები "სხვადასხვა მხარის ურთიერთსასარგებლო ინტერესების ფარგლებში, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით და უცხოური ჩარევის გარეშე უნდა განვითარდეს".
"ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებას ნებისმიერი უცხოური ჩარევის უარყოფითი შედეგების შესახებ, განსაკუთრებით ჩვენს საერთო საზღვრებთან ახლოს, რამაც შეიძლება რეგიონის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ზიანი მიაყენოს" - ნათქვამია განცხადებაში.