აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა აზერი-ჩირაგ-გუნაშლის, ყარაბაღისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით Equinor-ის აქციები შეიძინა - ამის შესახებ ინფორმაციას Trend.az კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით დღეს 22 დეკემბერს სოკარის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი შეხვდა დელეგაციას, რომელსაც Equinor - ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, ფილიპ მატიუ ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრაზე SOCAR -სა და Equinor-ს შორის  აქციების აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG), ყარაბაღის საბადოებზე, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) პროექტზე შესყიდვის შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.  

აღსანიშნავია რომ აქციების ყიდვა-გაყიდვამდე Equinor  ACG-ის აქციების 7,27%-ს, BTC მილსადენის 8,71%-ს და ყარაბაღის საბადოს 50%-ს ფლობდა. სოკარის წილმა კი ACG-ში 25% შეადგინა, BTC-ში - 25%, ყარაბაღის სფეროში - 50% შეადგინა.მონაწილეობის წილის შესაძენად გარიგებები ყველა მარეგულირებელი მოთხოვნისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების დაცვით დასრულდება.

Equinor-სა და SOCAR-ის შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს დეკარბონიზაციისა და მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.