სინგაპურმა ზედიზედ მესამე წელია შეინარჩუნა ვიზიტორებისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის სტატუსი სტუმრებისთვის, რომელთა წმინდა ქონებაც 30 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამასობაში, ლონდონი მეორე ადგილზეა, ხოლო სამეულს ჰონგ-კონგი ასრულებს, – ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიული საბანკო ჯგუფის, Julius Baer-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში „Global Wealth and Lifestyle“.
ქალაქ-სახელმწიფო პირველ ადგილზე იყო ავტომობილებისა და დიზაინერული ჩანთების ფასებით. სინგაპურში ასევე დაფიქსირდა ბიზნეს კლასის ავიაბილეთების ყველაზე მკვეთრი ზრდა გასულ წელთან შედარებით, 17%-ით.
რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა ბანგკოკმა და ტოკიომ განახორციელეს, რომლებმაც ექვსი პოზიციით წინ წაიწიეს და შესაბამისად, მე-11 და მე-17 ადგილზე გავიდნენ, ხოლო შანხაი მეოთხე ადგილიდან მეექვსეზე დაეშვა.
ვრცლად buyingbusinesstravel–ზე