ფრენის მარშრუტი სინგაპურსა და მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურს შორის 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გახდა. ამის შესახებ ბრიტანული კვლევითი კომპანია OAG-ის რეიტინგშია ნათქვამი.

გასულ წელს ამ მარშრუტზე ორივე მიმართულებით მფრინავ თვითმფრინავებზე ადგილების საერთო რაოდენობამ  4,9 მილიონი შეადგინა - 2022 წელთან შედარებით ერთ-ნახევარჯერ მეტი. ორ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს შორის ფრენას მხოლოდ ერთი საათი სჭირდება.

მეორე ადგილი დაიკავა მარშრუტმა კაირო - ჯედა (4,8 მილიონი ადგილი, ზრდა 38% 2022 წელთან შედარებით), მესამე - ჰონგ კონგი - ტაიპეი (4,6 მილიონი ადგილი, +130%).

ადგილების რაოდენობის ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა მარშრუტზე სეული - ოსაკა - 4,5-ჯერ 4,2 მილიონამდე, ხოლო სეული - ტოკიო (3,3-ჯერ, ასევე 4,2 მილიონამდე ადგილი).

მგზავრთა შორის ყველაზე პოპულარული მიმართულებების ათეულში ასევე შედიოდა დუბაი - ერ-რიადი (4 მილიონი ადგილი), ჯაკარტა - სინგაპური (3.9 მილიონი), ბანგკოკი - სინგაპური (3.5 მილიონი) და ბანგკოკი - სეული (3.4 მილიონი). ტოპ 10-ში ერთადერთი მარშრუტი, რომელიც აზიიდან არ არის, არის ფრენა ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის (3,9 მილიონი ადგილი, რეიტინგში მე-8 ადგილი).