უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ X-ზე დაწერა, რომ უნგრეთი ევროპული სამშვიდობო ფონდის €1.5-მილიონიან წილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაგივრად ლიბანის არმიის მხარდასაჭერად გაგზავნის.

სიიარტოს თქმით, ლიბანელ კოლეგას უთხრა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხილვა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებში შედის, რისთვისაც "ლიბანის სტაბილურობა გადამწყვეტი" მნიშვნელობისაა.

"ჩვენ არ გამოვიყენებთ ევროპული სამშვიდობო ფონდის ჩვენს წილს უკრაინის შესაიარაღებლად. ამის ნაცვლად €1.5 მილიონს ლიბანის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად გადავამისამართებთ." - დაწერა უნგრეთის საგარეო მინისტრმა X-ზე.

სიიარტომ მსგავსი განცხადება თებერვალშიც გააკეთა, როდესაც თქვა, რომ "უკრაინაში იარაღის გაგზავნის ნაცვლად" უნგრეთი ლიბანის არმიას €991 500-ით დაეხმარებოდა. 

tabula.ge