გერმანული Siemens Healthineers AG, რომელიც სპეციალიზებულია სამედიცინო ტექნოლოგიებზე, თავისი დიაგნოსტიკური განყოფილების მომავლისთვის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის მისი გაყიდვის შესაძლებლობას, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნდ მონტაგმა.
Siemens Healthineers-ის დიაგნოსტიკური განყოფილება, სხვა საკითხებთან ერთად, სისხლის ნიმუშების შესასწავლად აღჭურვილობასაც აწარმოებს. მონტაგის თქმით, მისი სამომავლო განვითარება შესაძლოა რამდენიმე სცენარით განვითარდეს.