დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ავრცელებს.
„მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ორივე ქვეყნისთვის კარგი იყო და ჩინეთის პრეზიდენტთან ვაჭრობის, TikTok-ის, ფენტანილისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.
„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გახდეს!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.