აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებას შეძლებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ომზე შვილიშვილ კაი ტრამპთან ერთად გოლფის თამაშისას ისაუბრა.

შვილიშვილის კითხვაზე, როგორ მიდის საქმეები თეთრ სახლში, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ყველაფერი შესანიშნავად არის. ჩვენ შესანიშნავ საქმეებს ვაკეთებთ. მე შვიდი ომი შევაჩერე. შვიდი. და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ პუტინისა და ზელენსკის იძულებას, შეწყდეს ყველას მკვლელობა“.