მე-19 საუკუნეში შვეიცარიაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ისრისპირი კიდევ უფრო უნიკალური აღმოჩნდა, ის მეტეორის რკინისგან აღმოჩნდა დამზადებული.

თუმცა, უფრო დიდი უცნაურობა ისაა, რომ ეს მეტეორი არცერთ ახლომახლო დასახლებასთან არ ჩამოვარდნილა. მეცნიერთა ჯგუფის აზრით, ის სავარაუდოდ ესტონეთიდან არის მიტანილი. შესაბამისად, ეს ისრისპირი არა მხოლოდ ციდან ჩამოვარდნილი რკინის გამოყენების დასტურია იმ პერიოდისთვის, როცა ადამიანებმა რკინის გამოწრთობა ჯერ არ იცოდნენ, არამედ ფართო სავაჭრო ქსელისაც, რომელიც ათასობით წლის წინ უნდა არსებულიყო.

ობიექტის იდენტიფიცირება უძველესი მეტეორიტული რკინის არტეფაქტების ძებნის პროგრამაში მოხდა, რომელსაც ბერნის ბუნების ისტორიის მუზეუმისა და ბერნის უნივერსიტეტის გეოლოგი ბედა ჰოფმანი ხელმძღვანელობდა. პრეისტორიულ ეპოქაში სუფთა რკინა იშვიათობა იყო, მაგრამ ჩვენი წინაპრები ყველა ხელმისაწვდომი რესურსით სარგებლობდნენ: რკინით, რომელიც ციდან ცვივა მეტეორიტების სახით.

ასეთ არტეფაქტების უმეტესობა აღმოჩენილია ახლო აღმოსავლეთში, ეგვიპტესა და აზიაში; მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობით ევროპაში.