შვეიცარიამ რუსეთის დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივი გაყინა, რის შედეგადაც, ჯამში, რუსული გაყინული აქტივების რაოდენობა 8.4 მილიარდი დოლარი გახდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოში (Seco) განაცხადეს, რომ თანხის ასეთი ზრდა დაკავშირებულია ფულის გათეთრების გამოძიებასა და თანხების დამატებით გაყინვასთან.
კერძოდ, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევისა და ფულის გათეთრების ეჭვით, რის გამოც თანხები დროებით გაუყინა.