შვედეთის სახელმწიფო ვეტერინარულმა სამმართველომ (SVA) ქვეყნის მცხოვრებლებს უჩვეულო თხოვნით მიმართა – კოღოები კი არ მოკლან, დაიჭირონ ისინი და გააგზავნო კვლევისთვის. ეს აუცილებელია მწერების გავრცელების რუკის შესადგენად და საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკების შესაფასებლად – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
კლიმატის ცვლილებამ შვედეთში მწერების ახალი სახეობების გამოჩენა გამოიწვია.
მაგალითად, ორი წლის წინ, იქ პირველად აღმოაჩინეს აზიური ვეფხვის კოღო, რომელიც დენგეს ცხელებისა და სხვა ტროპიკული ინფექციების მატარებელია. მეცნიერები აფრთხილებენ, რომ გლობალური დათბობის გამო ასეთი მწერები უფრო გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგზოტიკური დაავადებების აფეთქების რისკი გაიზრდება.
შეგროვებული მონაცემები სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, თვალყური ადევნონ კოღოების გავრცელებას შვედეთში. ეს ხელს შეუწყობს დაავადებების შესაძლო აფეთქებების პროგნოზირებას, ახალი სახეობების გაჩენის მონიტორინგს და დამცავი ზომების შემუშავებას.