მიხაელ შუმახერის ოჯახი აპირებს სარჩელის შეტანას გერმანული ჟურნალის Die Aktuelle-ს წინააღმდეგ, რომელმაც გამოაქვეყნა ყალბი ინტერვიუ ყოფილ მრბოლელთან. ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.

 

გამოცემამ გამოაცხადა, რომ ეს იყო ექსკლუზიური და პირველი ინტერვიუ იყო შუმახერისთვის, მას შემდეგ რაც 2013 წლის დეკემბერში მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო და საზოგადოებაში გამოჩენა შეწყვიტა.

მალე გაირკვა, რომ სინამდვილეში ეს არ იყო ნამდვილი კომუნიკაცია ჟურნალისტსა და ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონს შორის: ინტერვიუ შუმახერთან ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის მიერ იყო გენერირებული.

 


შუმახერმა 2013 წლის ბოლოს თხილამურებზე სრიალის დროს წაიქცა და თავის ტვინის სერიოზული ტრავმა მიიღო. შუმახერი იმდენად მძლავრად დაეცა, რომ მისი ჩაფხუტი გატყდა. ჩაფხუტში ჩამონტაჟებული, უსაფრთხოების GoPro-კამერა ყველაფერს იღებდა და გადაღება დაცემის შემდეგაც გააგრძელა. ამ კამერის კადრები არსად გავრცელებულა - მოგვიანებით კი ოჯახს გადასცეს. გამოძიება 2014 წლის 17 თებერვალს დასრულდა. შუმახერის დაცემაში ბრალი არავის მიუძღვის. ეს უბრალოდ ძალიან დიდი, დაუჯერებელი უიღბლობა იყო.