რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს და ერთი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

აფეთქებების ხმა ისმოდა ყირიმშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სევასტოპოლთან მიახლოებისას საჰაერო თავდაცვის სისტემამ 2 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. კიდევ 9 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალება ჩაახშო და მიზანს ვერ მიაღწია, დრონები შავ ზღვაში ჩავარდნენ.