აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვაზე, დაუწესებს თუ არა რუსეთს დამატებით სანქციებს, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, უპასუხა : „შესაძლებლად ჟღერს“.
ამასთან, კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინას შეერთებული შტატების მხარდაჭერა შეუწყვიტოს, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რადგან ისინი უფრო ახლოს არიან კონფლიქტთან.