ბანკირებმა და აღმასრულებელმა დირექტორებმა შეანელეს შერწყმისა და შესყიდვების რაოდენობა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს გლობალური სავაჭრო ომი დაიწყო, რის შედეგადაც ნაკლები გარიგება გაფორმდა, ვიდრე COVID-19 პანდემიისა და 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ყველაზე რთულ დღეებში.

Dealogic-ის მიერ Reuters-ისთვის შედგენილი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ხელმოწერილი შერწყმისა და შესყიდვის გარიგებების რაოდენობა, რომელიც გლობალური ეკონომიკის ჯანმრთელობის მაჩვენებელია, აპრილში ბოლო 20 წლის განმავლობაში - ანუ 2005 წლის თებერვლიდან მოყოლებული - ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

შეერთებულ შტატებში, მსოფლიოში უდიდეს შერწყმისა და შესყიდვების ბაზარზე, გასულ თვეში მხოლოდ 555 გარიგება გაფორმდა, რაც 2009 წლის მაისის შემდეგ ნებისმიერ თვეში ყველაზე ნაკლები მაჩვენებელია.

ვრცლად Reuters–ზე