ენერგეტიკული კომპანია Shell-ი შოტლანდიის სანაპიროსთან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ორი პროექტიდან გავიდა.
კომპანია, ScottishPower Renewables-თან (ესპანური Iberdrola SA-ს ნაწილი) ერთად, CampionWind-ისა და MarramWind-ის ქარის ელექტროსადგურებს ავითარებდა. Shell-მა ორივე ობიექტის იჯარის უფლება 2022 წელს მიიღო. აქციების გაცვლის შედეგად, Shell CampionWind პროექტის ერთადერთი მფლობელი გახდა. Shell-მა ახლა გამოაცხადა, რომ ქარის ელექტროსადგურისთვის განკუთვნილი მიწა Crown Estate Scotland-ს დაუბრუნა.
„ScottishPower Renewables“-მა განაცხადა, რომ ორი პროექტიდან უფრო დიდის, 3 გიგავატიანი „MarramWind“-ის, განხორციელებას გააგრძელებს.