უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანიის Shell-ის მოგება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 9,65 მილიარდი დოლარია.
ლონდონის ბირჟაზე კომპანიის აქციები 2.7%-ით გაიზარდა, რაც შეეხება დივიდენდებს, მან უცვლელად შეინარჩუნა 0,2875 დოლარი ერთ აქციაზე.
2023 წლის თებერვლამდე კომპანიამ 19 მილიარდი დოლარის აქციები გამოისყიდა, რაც თითქმის გაორმაგებულია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
„მომდევნო წლის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას ვგეგმავთ“, - განაცხადა Shell-ის ხელმძღვანელობამ.
აღსანიშნავია, რომ გასული 2022 წელი Shell-მა რეკორდული 40 მილიარდი დოლარის მოგებით დახურა.
საანგარიშო პერიოდში მაღალი მოგება აქვთ კონკურენტ კომპანიებს, მათ შორის Equinor-ს, BP-ისა და Exxon Mobil-ს.