საერთაშორისო და ამერიკულმა კომპანიებმა პირობა დადეს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჯამში დაახლოებით 1,9 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა, ეს გეგმები შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს საგარეო ვაჭრობის სფეროში დაძაბულობის ესკალაციის გამო, წერს Financial Times.

Apple Inc.-მა გამოაცხადა ამერიკის ეკონომიკაში 500 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. იაპონური SoftBank აპირებს დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ინვესტირებას, ტაივანის მიკროჩიპების მწარმოებელი TSMC გეგმავს იგივე თანხის ინვესტირებას გეგმავს. ფრანგული ლოგისტიკური კომპანია CMA CGM დაჰპირდა 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, ხოლო ავტომწარმოებელი Stellantis დაჰპირდა 5 მილიარდის ინვესტიციას.

დაგეგმილი ინვესტიციების დიდი ნაწილი მიდის კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი გლობალური მიწოდების ქსელი, რომლებიც შეიძლება დაზარალდნენ ტრამპის იმპორტის მაღალი ტარიფებით, აღნიშნავს FT.

ვრცლად interfax - ზე