თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, “ანადოლუს” პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, თურქეთის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო კენჭისყრა ოპოზიციამ მოიგო.
“ანადოლუს” ცნობით, გახსნილია საარჩევნო ყუთების 100%. საქართველოში მყოფი თურქეთის მოქალაქეთა აქტივობამ, 43.93% შეადგინა.
მონაცემების თანახმად ამომრჩეველთა 63.58%-მა ხმა თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერსა ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა. ერდოღანს 31.34% აქვს, მესამე კანდიდატს, სინან ოღანს კი — 3.88%. მუჰარემ ინჯეს კი, რომელმაც კანდიდატურა არჩევნებამდე 3 დღით ადრე მოხსნა, 1.20%.
საპარლამენტო კენჭისყრაში,ქილიჩდაროღლუს “რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ”(CHP) 43.07% დააგროვა, მისმა მოკავშირემ, “კარგმა პარტიამ”(IYI) კი — 9.17%. ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას”(AKP) 22.23% აქვს, მის მოკავშირეს, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას”(MHP) — 5.48%. ოპოზიციურმა “მწვანე მემარცხენე პარტიამ”(YSP) საქართველოში 6.88% დააგროვა.