ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 26 მაისს წარმოდგენილია რაჭაში, ამბროლაურის, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, სივრცე ვიზუალურად შთამბეჭდავი და მრავალფუნქციურია.
,,26 მაისს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, რაჭაში ვართ წარმოდგენილი. ამბროლაურის ცენტრალურ ბულვარში მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა ავიაციის თემატიკის ინტერაქტიული სივრცე, რომელიც გააერთიანებს დამოუკიდებლობის იდეასა და ქართული ავიაციის ისტორიას. სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო ინსტალაციები, საბავშვო და გასართობი ზონები, თვითმფრინავის სიმულატორი, სხვადასხვა შემეცნებითი მასტერკლასი.
ღონისძიება მიზნად ისახავს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულ, დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქციოს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გელოდებით ყველას, ამბროლაურის ცენტრალურ ბულვარში ბავშვებით, ოჯახებით, რათა ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!”-განაცხადა ლევან მოსეშილმა.
ამბროლაურში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ღონისძიების კონცეფცია ეფუძნება თავისუფლებისა და ფრენის სიმბოლურ კავშირს, რაც წარმოაჩენს ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისკენ სწრაფვას.
ღონისძიება 11:00 საათიდან დაიწყო და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: ავიაციის თემატიკის შემეცნებით სტენდს, საბავშვო და გასართობ სივრცეებს, მათ შორის სასრიალო თვითმფრინავსა და პინგპონგის აქტივობას.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს