საპროტესტო აქციების უკან ისრაელი და აშშ დგანან, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ისინი საპროტესტო აქციებში პირდაპირ ერევიან. ცდილობენ, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები ძალადობრივ საპროტესტო აქციებად გარდაქმნან“, - განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა.

„ეს განცხადება ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ მასშტაბური პრობლემებისგან, რომლის წინაშეც ირანის რეჟიმი დგას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

www.interpressnews.ge