რუსული ბიზნესი დასავლეთის სანქციების მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებისა, რომ ისინი ეკონომიკისთვის „სასარგებლოა“. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის ნოემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მსხვილი რუსული კომპანიების ტოპ მენეჯერების თითქმის 70%-მა აღიარა, რომ მათი საწარმოები დაზარალდნენ სანქციებით, იტყობინება რუსული მედია.
ეს არის რეკორდული წილი ომის დაწყებიდან: თუ 2022 წლის აპრილ-მაისში კომპანიების 59,2% უჩიოდა სანქციების გამო სირთულეებს, მაშინ 2022 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 66,2%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წლის გაზაფხულზე დაეცა 60,6%-მდე, მაგრამ კვლავ დაიწყო ზრდა - 69,3%-მდე 2024 წელს. არც ერთმა ტოპ მენეჯერმა არ დაადასტურა სანქციებიდან რაიმე სარგებელი.