ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია BlackRock Inc.-მა, მსოფლიოში უდიდესმა კომპანიამ მართვაში არსებული აქტივების მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 7%-ით, შემოსავალი კი 13%-ით გაზარდა, ამავდროულად, კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა, ხოლო შემოსავალი პროგნოზებზე დაბალი იყო.
აპრილ-ივნისში BlackRock-ის წმინდა მოგებამ 1.59 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტია. ერთ აქციაზე მოგება 9.99 დოლარიდან 10.19 დოლარამდე გაიზარდა.
ერთჯერადი ხარჯების გამოკლებით, მოგება აქციაზე 12.05 აშშ დოლარამდე გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ერთ აქციაზე 10.36 აშშ დოლარი იყო. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ ერთ აქციაზე 10.78 აშშ დოლარს ელოდნენ.