საფრანგეთის მთავრობა უცხოელი პენსიონერებისთვის უფასო ჯანდაცვის გაუქმებას გეგმავს, რითაც დახურავს იმ ხვრელს, რომელიც მათ სისტემაში მხოლოდ 90-დღიანი რეზიდენტობის შემდეგ ჩართვის საშუალებას აძლევს.

კანონი გავლენას მოახდენს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ყველა პენსიონერზე, მათ შორის ბრიტანელებსა და ამერიკელებზე. ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მონაცემები აჩვენებს, რომ ამჟამად საფრანგეთში დაახლოებით 150 000 ზრდასრული აშშ-ის მოქალაქე და ამდენივე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ცხოვრობს.

მიუხედავად ამისა, გეგმა სწრაფად მიიწევს წინ. ის პარლამენტმა გასულ თვეში 176 ხმით 79-ის წინააღმდეგ მიიღო და, სავარაუდოდ, საფრანგეთის მთავრობა მას მომავალ წელს დაამტკიცებს.

ვრცლად euronews – ზე