საფოსტო მარკა Русский войенний корпал, иди..!!! უკრაინის ფოსტამ 2022 წლის 12 აპრილს საერთაშორისო ფილატელისტური ხელოვნების ჯილდო Asiago-ზე (იტალია) წარადგინა, სადაც მარკამ გრან-პრი, ან როგორც თავად ორგანიზატორები უწოდებენ "ფილატელისტური ოსკარი" მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ფოსტის პრესსამსახური იტყობინება.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის ფოსტამ ასეთი მაღალი ჯილდო რუსეთის აგრესიაზე უნიკალური და უპრეცედენტო რეაქციისთვის მიიღო.
საზეიმო ცერემონია და დაჯილდოება 23 ივლისს ვიჩენცას პროვინციაში, აზიგოს მუნიციპალურ მოედანზე გაიმართა. უკრაინის ფოსტისთვის ჯილდო მილანში უკრაინის გენერალურმა კონსულმა ანდრეი კარტიშმა მიიღო.