უკრაინული მხარის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა კომიტეტმა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი მეშვიდე პროგრამის განხილვა დაასრულა, რომლის ფარგლებში უკრაინა $400-მილიონიან ტრანშს მიიღებს.
როგორც უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იუწყება, ახალი ტრანშის გათვალისწინებით, უკრაინას გადახდის პროგრამის მიხედვით $10.1 მილიარდის გადახდა მოუწევს.
"2024 წლის დეკემბრისთვის, უკრაინამ შეასრულა ეფექტურობის კრიტერიუმის ყველა მაჩვენებელი. ზოგიერთი ამოცანის შესრულების ვადები შესაძლებლობების გათვალისწინებით, შემცირებულია". – წერია IMF-ის განცხადებაში.
ჯამში უკრაინისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2023-2027 წლებში $15.5 მილიარდი დოლარის გადაცემა აქვს დაგეგმილი, რომლიდანაც $9.8 მილიარდი უკვე გაცემულია.