საბერძნეთში ტურისტული გადასახადები 2025 წლიდან საგრძნობლად გაიზრდება. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასე იმედოვნებს მთავრობა იმ ზარალის კომპენსირებას, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიზიტორთა ნაკადი აყენებს ისტორიულ ადგილებსა და ბუნებას.
ტურისტები ახალი წლიდან დღიურ გადასახადს 2 ევროს გადაიხდიან მოქმედი 0,5 ევროს ნაცვლად, მაღალ სეზონზე კი - 8 ევროს 1,5 ევროს ნაცვლად. საკრუიზო გემების მგზავრებისთვის კი 20 ევრომდე გადასახადი შემოვა (ზუსტი თანხა დამოკიდებული იქნება კრუიზის დანიშნულების ადგილზე).