საბერძნეთში დაგეგმილი არჩევნების წინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თურქეთთან საზღვარზე დამცავი ღობის გაგრძელების პირობას დებს. კირიაკოს მიცოტაკისი ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ თურქეთთან საზღვრის გასწვრივ ღობის მოწყობა 2026 წლამდე დასრულდება.
საბერძნეთის მთავრობის მეთაური ევროკავშირისგან დამატებით დაფინანსებასაც მოითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ საბერძნეთი საზღვარზე არსებულ პრობლემებს მარტო არ უნდა გაუმკლავდეს.
მისივე თქმით, თურქეთთან საზღვარზე ღობის მოწყობა აუცილებელია, რათა თავიდან იყოს აცილებული „არალეგალი მიგრანტები ორგანიზებული შეჭრა საბერძნეთში, ანუ ევროპულ ტერიტორიაზე.“
საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს გაიმართება. სოციოლოგიური პროგნოზებით, ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია „ახალი დემოკრატები“, რომელთაც ამომრჩევლების 36%-ი უჭერს მხარს. თუმცა, პროგნოზების თანახმად, მმართველი პარტია დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო საპარლამენტო მანდატებს ვერ მოიპოვებს. მეორე ადგილზე არის პარტია „სირიზა“, რომელსაც მხარს უჭერს მოქალაქეთა 29 პროცენტი