Ryanair-მა გამოაცხადა პოლონეთიდან 23 ახალი მიმართულების გაშვება. უცხოური მედიის ინფორმაციით, 2025 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაიწყებს ფრენებს იტალიაში, ესპანეთში, ხორვატიასა და ევროპის სხვა ქალაქებში პოლონეთის 13 აეროპორტიდან.
ახალ მიმართულებებს შორისაა:
ვარშავა - პიზა,
ვროცლავი - ლამეზია ტერმე (იტალია),
კრაკოვი - კასტელიონი (ესპანეთი),
პოზნანი - ვალენსია,
კატოვიცე - დუბროვნიკი.