მხოლოდ 2023 წელს რუსულმა ავიაკომპანიებმა დასავლეთის სანქციების მიუხედავად თვითმფრინავების 171 მილიონი დოლარის  ნაწილების მიღება შეძლეს. ამის შესახებ იყუობინება verstka.

გამოცემამ მიიღო საიდუმლო მონაცემები საბაჟოდან, რომლის მიხედვითაც ოთხმა მთავარმა რუსულმა ავიაკომპანიამ Aeroflot-მა, S7 Airlines-მა, Rossiya-მ და Pobeda-მ 2023 წელს თავიანთი თვითმფრინავებისთვის 110 მლნ დოლარის ღირებულების დასავლური კომპონენტები შეიძინეს.

verstka-ს ცნობით, რუსულმა ავიაკომპანიებმა დასავლელი მწარმოებლების ნაწილები ჩინეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით მიიღეს.

უცხოური თვითმფრინავების სანქცირებული სათადარიგო ნაწილების ნაწილი რუსეთში პატარა კომპანია Protector-მა შეიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანქციებული სექტორია, როგორც ჩანს, რუსულმა ავიაკომპანიებმა მოახერხეს ყველაზე კრიტიკული პრობლემის გადაჭრა და სათადარიგო ნაწილების ნაკლებობას არ განიცდიან -  წერუა verstka -ს საგამოძიებო მასალაში. 

ფაქტია, რომ პარალელური იმპორტი  კომპანიებს რუსეთში ნებისმიერი ნაწილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს, რაც ნიშნავს ევროპულ და ამერიკულ სანქციებს გვერდის ავლას.